четверг, 18 декабря 2008 г.

ცხვარი და ბარაქა

1. პროექტის სახელი: ''ცხვარი და ბარაქა.''
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ ცხვარის მოშენების მნიშვნელობას. მის როლს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ხელსაქმის, ხელოვნების განვითარებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს იმის შესახებ, თუ რატომ მოიშინაურა ადამიანმა ცხვარი, რა დროიდან ბინადრობს იგი საქართველოში, რომელი ჯიშებია გამოყვანილი, როგორ პირობებს საჭიროებს გამრავლებისათვის. რა სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის (როგორ გამოიყენებენ რძეს, ხორცს, რქებსა და ჩლიქებს, ქონს, მატყლს), გამოიკვლევენ როგორ ჩეჩავენ, ართავენ მატყლს, ღებავენ ძაფს, რას ამზადებენ ამ ძაფისაგან. როგორ მზადდება ტყაპუჭი, ფაფახი, ნაბადი, ფარდაგი, წინდები, ხალიჩები. გაეცნობიან თექის დამზადების წესებს.
მოიძიებენ ცხვარზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს. შექმნიან ზღაპრებს, ნაქარგებს, ნაძერწებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-13 წ. / IV-VII კლ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008-09 ს.წ. / ნებისმიერი 3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციების მოძიება, ბლოგის შექმნა, ინტერვიუს აღება მეცხვარეებისაგან. ქსოვის მარტივი ხერხებით ნამუშევრების შექმნა–გამოფენა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან მხატვრულ ნაწარმოებებს ცხვარზე, დახატავენ, გამოძერწავენ. დაამზადებენ თექის ქსოვილს, წინდებს, ისწავლიან ძაფის შეღებვის ხერხებს. შეადარებენ თავიანთ შექმნილს უფროსების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებთან.
8. სარგებელი სხვებისთვის: გამოფენა–გაყიდვის მოწყობის შედეგად მზრუნველობამოკლებულ ადამიანებისათვის დახმარების გაწევა, ცხვრის სარგებლიანობის გაცნობით მისი მოშენების სურვილის გაჩენა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: განუვითარდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვლევითი ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობის უნარ–ჩვევები. გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: მშობლირი ენა, შრომითი სწავლება, ხელოვნება, რელიგია, მათემატიკა, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ნინო ჯინჭარაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninuca1965@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac509f
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://cxvaridabaraqa.blogspot.com/

10 комментариев:

  1. საინტერესო იდეაა, შეიძლება ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მოძიება.
    ია სამხარაძე 119-ე სკოლა

    ОтветитьУдалить
  2. გმადლობთ.თქვენც გისურვებთ წარმატებას თქვენი პროექტის განხორციელებაში.

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან საინტერესო პროექტია.გისურვებთ წარმატებებს. ეკა ფეიქრიშვილი 67-ე

    ОтветитьУдалить
  4. ია ძალიან საინტერესო პროექტია,ვფიქრობ მოსწავლეები ბევრ ინფორმაციებს მოიძიებენ

    ОтветитьУдалить
  5. ცხვრის როლი ქართველი ადამიანისათვის, განსაკუთრებით მთაში მცხოვრებთათვის, უმნიშვნელოვანესია. საინტერესო, და რაც მთავარია, სასარგებლო პროექტია. 96 -ე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი მერაბ ზარნაძე

    ОтветитьУдалить
  6. საინტერესო იდეაა, და როგორ განვითარდა ეს პროცესი, ეს იდეა?

    მე ვარ საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდოამრე, და მოხარული ვიქნები თუ ვითანამშრომლებთ,

    ღმერთს ებარებოდეთ,

    ბექა გონაშვილი

    ОтветитьУдалить
  7. bodishs gixdit dagvianebuli pasuxisatvis,ratomgac gamoxmaurebam iklo, arada dges mecxvareobis ganvitareba kartuli soflis meurneobis agorzinebis sawindaria.tu gamarjvebul proektebs ragac wamaxalisebels shevtavazebt,mattvis stimulis mimcemi ikneba.

    ОтветитьУдалить